როგორ მივიღო წვდომა მასალებზე?
შექმენი ანგარიში portal.unifair.ge-ზე და დაადასტურე რეგისტრაცია ელფოსტით ან SMS-ით მიღებული კოდით. პროფილში მიუთითე სასწავლო ინფორმაცია და პორტალში მოძებნე შესაბამისი მასალა. ფაილები და მომხმარებლების პროფილები საჯარო ცნობარის ნაწილი არ არის.
როგორ ავტვირთო სასარგებლო მასალა?
გამოიყენე ზუსტი სათაური და აღწერაში მიუთითე საგანი, თემა და რესურსის დანიშნულება. ატვირთე მხოლოდ მასალა, რომლის გაზიარების უფლებაც გაქვს. არ გამოაქვეყნო სხვისი პირადი მონაცემები ან კონფიდენციალური დოკუმენტები.
რას ნიშნავს განხილვაშია?
ფაილი ჯერ შესამოწმებელია და ავტომატურად არ ქვეყნდება. მოდერაცია არ ნიშნავს, რომ მასალა უნივერსიტეტის ოფიციალური დოკუმენტია ან მისი ყოველი პასუხი აკადემიურად დადასტურებულია. მნიშვნელოვანი საკითხი ლექტორთან ან ოფიციალურ წყაროში გადაამოწმე.
უსაფრთხოება და მხარდაჭერა
ერთჯერადი კოდი და პაროლი არავის გაუზიარო. შეცდომის, უფლებების დარღვევის ან საეჭვო ფაილის შესახებ მოგვწერე [email protected]ზე. ანგარიშთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას მხოლოდ მხარდაჭერასთან გააზიარებ.
